შერმადინი MVP გახდა - ტენერიფეს დრამატული მარცხი
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე საკუთარ მოედანზე გრან კანარიას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 70-71 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის MVP-დ დასახელდა.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 საჯარიმო და 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
12 სათამაშო დღის შემდეგ, ლაგუნა ტენერიფე 8 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გრანადასთან გამართავს.