მარესკა: “პალმერის რეაქციაზე პრობლემა არ მაქვს“
პრემეირ ლიგის მორიგ ტურში ჩელსიმ ასტონ ვილას უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, არისტოკრატების მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მარესკა:
„პირველმა გაშვებულმა გოლმა მატჩის დინამიკა შეცვალა. გოლის გაშვებამდე ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით. ჩვენ გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. სამწუხაროდ დავმარცხდით.
ზოგადად, თამაშის უკეთ მართვა და მომენტების გამოყენება გვჭირდება. ასტონ ვილასთან გაშვებული პირველი გოლი გარდამტეხი იყო. ასე ადრეც დაგვემართა და ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ.
ამ მომენტში ანალიზი რთულია. ეს წაგება გამოცდილება უნდა იყოს. უნდა გავაანალიზოთ, როგორ არ წავაგოთ ასეთი მატჩები. პალმერის რეაქციაზე პრობლემა არ მაქვს. ის ძალიან კარგად მუშაობდა.“
შეგახსენებთ, რომ არისტოკრატებს პრემიერ ლიგაში 18 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან.