მიზეზი ცნობილია | გოგლიჩიძე ლაციოსთან მატჩს გამოტოვებს
სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზემ’’ შინ რომის „ლაციოსთან'' 1:1 ითამაშა. „უდინეზეს’’ განაცხადში იკერ ბრავო და საბა გოგლიჩიძე არ იყვნენ. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიზეზი გადაღლილობაა.
უდინური გუნდის მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი ქართველ ცენტრალურ მცველს არ ენდობა, საბას თითქმის ორი თვეა არ უთამაშია. 29 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ „ნაპოლისთან'' გამოვიდა მინდორზე, მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე. რეალურად არ უთამაშია და უთამაშებლობა თითქმის 2 თვეა გრძელდება, რაც საკმაოდ დიდი დროა.
„უდინეზემ'' 17 ტურში 22 ქულა დააგროვა, წელი მე-10 ადგილზე დაასრულა.
დეკემბრის დასაწყისში გოგლიჩიძე „ბოლონიას'' დაუკავშირეს. Bologna Sport News-ი იუწყებოდა, რომ „ბოლონია'' დაცვის გაძლიერებას გეგმავდა და რამდენიმე კანდიდატს შორის ერთ-ერთი საბა იყო. მას შემდეგ „ბოლონიას'' თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში 21 წლის ფეხბურთელი „ემპოლიდან'' „უდინეზეში'' გადავიდა და კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.