მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„თეთრ სახლში იანთან ჩხუბი მსურს“ - შუგა ისევ ამბიციურია

გასულ ზაფხულს მერაბ დვალიშვილთან რემატჩში საბმიშენით განცდილი მარცხის შემდეგ, შონ ომალი ხმაურიანი განცხადებებით აღარ გამოირჩეოდა და თითქოს მისი ამბიციები სადღაც გაქრა. თუმცა, როგორცკი დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დაკარგა, „შუგამ“ მაშინვე ძველებური პათოსით საუბარი დაიწყო და ახლა სურს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მასსა და პიოტრ იანს შორის ორთაბრძოლა შედგეს.

შონ ომალი

თეთრ სახლში შუგა იანის წინააღმდეგ - ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება, მაგრამ გულშემატკივარს ამის ნახვა არ სურს. ყოველ შემთხვევაში მათ უმრავლესობას არ სურს, რასაც ჩემს Youtube-არხზე გაკეთებული უარყოფითი კომენტარების რაოდენობა მაფიქრებინებს. ბევრმა ირონიულად ისიც დამიწერა: „შონ, ნუთუ მართლა გგონია, რომ საუკეთესოებთან ჩხუბის შანსი ისევ მოგეცემა?“

შესაძლოა ეს ადამიანები სადღაც მართლებიც არიან და ახლა უფრო გამართლებული მერაბი-იანის რემატჩის ჩანიშვნა იყოს. არა უშავს, პრობლემა არ არის. მე მოვკალათდები სავარძელში და დაველოდები, ხოლო როდესაც ჩემს შანსს ისევ მივიღებ, ბრწყინვალე შოუს შემოგთავაზებთ და ყველა ინანებთ, რომ თეთრ სახლში ჩემი ხილვის შესაძლებლობა არ გქონდათ“.

ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილთან განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, შონ ომალი ოქტაგონს ძალიან მალე დაუბრუნდება - 25 იანვარს, UFC 324-ზე მისი მეტოქე სონგ იადონგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანი მერაბს 10-დან ათივე ბრძოლაში დაამარცხებდა | გუსკოვს იანი ძალიან მოსწონს
იანი მერაბს 10-დან ათივე ბრძოლაში დაამარცხებდა | გუსკოვს იანი ძალიან მოსწონს