იამალის 307 წარმატებული დრიბლინგი | უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთს ჰქონია
„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა 2025 წელს, 307 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა. Sofascore-ის მონაცემებით, იამალი მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში (მას შემდეგ რაც Sofascore სტატისტიკას ითვლის) მინიმუმ 300 წარმატებული დრიბლინგი ჰქონია.
ესპანელი გარემარბი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება. Sofascore-ის მიხედვით, იამალზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ნეიმარს დაუფიქსირებია. 2017 წელს, ბრაზილიელმა 335 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა, მესამე ადგილს კი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც ამავე წელს, 260 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.
Sofascore-ის ტოპ 10-ში „ლა პულგას“ კიდევ ოთხჯერ ვხედავთ. 2019 წელს, მას 255 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა (მეხუთე ადგილი), 2021 წელს - 253 (მეექვსე ადგილი), 2020 წელს - 246 (მეშვიდე ადგილი), 2018 წელს - 231 (მეათე ადგილი).
მესის, ნეიმარისა და იამალის გარდა, საუკეთესო ათეულში არიან: ადამა ტრაორე - 255 წარმატებული დრიბლინგით მეოთხე ადგილი (2018 წელი), ედენ აზარი - 236 წარმატებული დრიბლინგით მერვე ადგილი (2019 წელი), ალფონსო დევისი 232 წარმატებული დრიბლინგით მეცხრე ადგილი (2021 წელი).