ქოჩორაშვილს კარგი მომენტი ჰქონდა | სპორტინგმა თასზე დრამატულ შეხვედრაში მოიგო
პორტუგალიის თასის მერვედფინალში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ „სანტა კლარას“ შეხვდა. „ლომებმა“ სტუმრად ითამაშეს და წაგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და დრამატული მატჩი მოიგეს.
„სპორტინგმა“ ანგარიში ქოჩორაშვილის კონკურენტის, ჟოაუ სიმოეშის გოლით გახსნა. 28-ე და 85-ე წუთებზე „სანტა კლარამ“ ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 92-ე წუთზე, „სანტა კლარას“ საჯარიმოში მარტინ ჰიულმანდი წააქციეს. მსაჯი მომენტს 12 წუთის განმავლობაში ამოწმებდა და საბოლოოდ, პენალტი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა შეაგდო, დამატებით დროში კი ფოტის იოანიდისმა გაიტანა - 3:2.
ქოჩორაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველ ფეხბურთელს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. გიორგი მეტოქის კარისკენ თავური გაუშვა, მაგრამ მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, „სპორტინგს“ მომდევნო შეხვედრა პორტუგალიის ჩემპიონატში ელის. 24 დეკემბერს, თბილისის დროით, 00:45-ზე „ლომები“ „ვიტორია გიმარაეშს“ დაუპირისპირდებიან.