მატჩის წინ
Aa
Aa

მატჩის წინ "რეჯიო ემილია" VS "ზენიტი"

დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე იტალიაში „ევროთასის“ მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „რეჯიო ემილია“ და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ დაუპირისპირდებიან.

სერიაში თანაბარი ანგარიშია და დღევანდელ მატჩში გამარჯვებული ნახევარფინალში დაუმარცხებელ ყუბანის „ლოკომოტივს“ შეხვდება.

მარკოიშვილის გუნდმა ბოლო 10 შეხვედრაში საშუალოდ 79 ქულის მოგროვება შეძლო. რუსებმა კი 86-ის.

„რეჯიო ემილიამ“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო და ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის მქონე „ზენიტს“ 61 ქულაზე მეტის ჩაგდების საშუალება არ მისცა. რუსებმა სერიაში დაბრუნება მეორე მატჩში მოახერხეს და შინ „რეჯიო ემილია“  91-77 გაანადგურეს.

იტალიელების კოზირი ტრადიციულად ეფექტური დაცვაა. გამარჯვების მისაღწევად მარკოიშვილის გუნდს ვორონოვი, კურიჩი, კარასევის ტრიოს შეჩერება მოუწევს.

„ზენიტის“ მთავარი პრობლემა „რეჯიო ემილიას“ ლიდერი ამადეო დელა ვალეა, იტალიელი უკანახაზელი „ევროთასის“ ლიდერია მოპოვებული ქულების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ რუსებმა გარკვეულწილად მოახერხეს დელა ვალეს შეჩერება, პირველ შეხვედრაში მას 15 ხოლო, მეორეში მხოლოდ - 7 ქულა ჰქონდა.

ყველა ტურნირის ეგიდით იტალიელებმა უკანასკნელი 10 შეხვედრიდან 7 მოიგეს, რუსებმა კი 10 მატჩიდან მხოლოდ 6-ში იმარჯვეს.

სავარაუდო სასტარტო ხუთეულები:

„რეჯიო ემილია“ : ჩერვი, დელა ვალე, მარკოიშვილი, ვაითი, რაითი.

„ზენიტი“: ჰარპერი, კარასევი, რეინოლდსი, ვალიევი, კურიჩი.

მსაჯები :ფერნანდო როხა, იაკუბ ზამოისკი, მილან ნედოვიჩი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები