ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა - საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დინამო.თ იასპარეზებს
Aa
Aa

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა - საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ დინამო.თ იასპარეზებს

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის დინამოს 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, თუმცა მომავალ წელს, საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ თბილისური კლუბი იასპარეზებს.

დავით გელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდე ლიგა მოიგო. დასკვნითი შეხვედრა დინამომ იბერიასთან გამართა და ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოს 19-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე 66 ქულით დაიკავა.

სეზონის გამარჯვებულები ოქროს მედლებითა და საჩემპიონო ფარით სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. დინამოს ასაკობრივი გუნდი, ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით, მომავალ სეზონშიც უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე წარადგენს საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ გელაშვილის გუნდმა გადამწყვეტი 2-მატჩიანი დუელი დინამო მინსკთან დათმო. პირველი მატჩი თბილისელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა, რომელიც კვლავ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, 0:2 დათმეს, ხოლო შემდეგ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები