დე იონგს და ჩუამენს უსწრებს | DataMB-ის საინტერესო სტატისტიკა ქოჩორაზე
სტატისტიკურმა გვერდმა DataMB-მა ევროპის საუკეთესო 7 შიდა ჩემპიონატის ნახევარმცველების შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით გიორგი ქოჩორაშვილი ტოპ 7-ში მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს ჩამორჩება. ქართველი საყრდენი არამხოლოდ მის კონკურენტებს, არამედ გუნდის კაპიტან მორტენ იულმანსაც უსწრებს, რომელიც მე-7 პოზიციაზეა.
პირველზე იორდი კლასია (66,67), მეორეზე ელიეს სხირია (64,52), მათ სანტიაგო კოლომბატო (64,39) და მანდელა კეიტა (63,64) მოჰყვებიან. მეხუთე ქოჩორაშვილია (62,9), მეექვსე ფრენკი დე იონგი (62,41), მეშვიდე მორტენ იულმანი (62,22), მერვეზე დანი პარეხო (62,0). ქოჩორაშვილი ჩუამენსაც უსწრებს, რომელიც მეცამეტეა (60,81).
???????? Top 7 League Midfielders : Duels won %
— DataMB (@DataMB_) December 11, 2025
???? J. Clasie (AZ, 34) — 66.67
???? E. Skhiri (Frankfurt, 30) — 64.52
???? S. Colombatto (Real Oviedo, 28) — 64.39
???? M. Keita (Parma, 23) — 63.64
???? G. Kochorashvili (Sporting CP, 26) — 62.9
???? https://t.co/McR5zrPkTO pic.twitter.com/FUE3kGjsSt
„სპორტინგის'' მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი ნახევარდაცვის ცენტრში კაპიტან მორტენ იულმანს ყოველთვის ათამაშებს, შვედი შეუცვლელია, მას 18 წლის ტალანტი ჟოაო სიმოეში ან 30 წლის ჰიდემასა მორიტა უწყვილდებიან ხოლმე. ოქტომბრის საწყის პერიოდამდე ქართველი ფეხბურთელი როტაციაში იყო, მაგრამ მას შემდეგ თამაში ცვლილებაზეც იშვიათად უწევს და როგორც პორტუგალიური წყარო Leonino წერს, ლისაბონური კლუბი მზადაა ქოჩორაშვილის შესახებ წინადადებები მოისმინოს.