ჩვენ მიერ გაკეთებული საკმარისი არ აღმოჩნდა | კიტეიშვილის შეფასება
ევროპა ლიგის მე-6 ტურში გრაცის „შტურმი'' შინ „ცრვენა ზვეზდასთან'' 0:1 დამარცხდა. „შტურმის'' სასტარტოში ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა.
„მათ გაიტანეს, ჩვენ — ვერა. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, ორივეს შეეძლო მოგება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ გაკეთებული საკმარისი არ აღმოჩნდა და დავმარცხდით“, — ასე შეაფასა მატჩი ოთარ კიტეიშვილმა საფინალო სასტვენის შემდეგ.
„შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. დიდ თამაშებში ამის გამო ისჯები“, — კიტეიშვილის მსგავსად ფიქრობს მეკარე ოლივერ კრისტენსენი, რომელმაც „გრაცელების“ შემადგენლობაში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა.
„შტურმმა'' მატჩის ბოლოს აქტიურობით თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა „შავებმა“ მაინც ვერ შეაგდეს და ამგვარად, ექვს მატჩში მეოთხედ დამარცხდნენ.
„არ ვიცი, იქნება თუ არა ათი ქულა საკმარისი ფლეი-ოფში გასასვლელად, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით“, — განაცხადა კიტეიშვილმა.
ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში 6 ტურის შემდეგ 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში „შტურმი'' 4 ქულით მე-9 ადგილზეა და საუკეთესო 24 გუნდთან სხვაობა მხოლოდ სამ ქულას შეადგენს.
დარჩენილ ორ მატჩში, სტუმრად „ფეიენოორდთან“ და შინ „ბრანთან“, „შტურმს“ ჯერ კიდევ აქვს 24-ე ადგილზე გასვლის შანსი.