საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უდინეზე იუვესთან დამარცხდა და თასს გამოეთიშა | საბა ბოლომდე სკამზე დატოვეს

იტალიის თასის მერვედფინალში „იუვენტუსმა’’ შინ „უდინეზე’’ 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გოლები ჯონათან დევიდისა და ლოკატელის ანგარიშზეა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძე კვლავ არ ათამაშა, მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

„უდინეზე’’ სამი ცენტრალური მცველით თამაშობს. რუნიაიჩმა სასტარტოში პალმა, ზოლე და ბერტოლა დააყენა. მათგან ორი, პალმა და ზოლე მეორე ტაიმში შეცვალა, პალმა - ფორვარდით, ზოლე კი - დანიელი ცენტრალური მცველით, ტომას კრისტენსენით. ასე რომ მატჩში ოთხმა ცენტრალურმა მცველმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის საბა არ იყო.

გოგლიჩიძემ, რომელიც გასულ ზაფხულში „ემპოლიდან'' „უდინეზეში'' გადავიდა, სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13-დან მხოლოდ ექვს მატჩში ითამაშა, 6-დან 2-ში ცვლილებაზე გამოვიდა, 4-ში სასტარტოში 90 წუთი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი მეორე ტურში მილანის „ინტერთან'' მოგებულ მატჩში ჰქონდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ოქტომბერში სერია A-ში ოთხივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, თუმცა 29 ოქტომბერს „იუვენტუსთან'' დაშვებული შეცდომების შემდეგ ერთი თვეა არ უთამაშია. 

ნოემბრის მეორე ნახევარში გამართულ ორ სხვადასხვა პრესკონფერენციაზე ქართველი მცველის შესახებ თქვა:

21 ნოემბრის პრესკონფერენცია

„გოგლიჩიძემ ფიზიკურ კომპონენტებზე უნდა იმუშაოს, მაგრამ ის პროგრესირებს და იზრდება. საბამ ჩვენს სავარჯიშო მეთოდებთან ადაპტაცია უნდა გაიაროს. გოგლიჩიძეს გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, როდესაც გუნდში დაბრუნდა, საუკეთესო კონდიციებში არ ყოფილა, მაგრამ ყველა ვარჯიშზე გუნდთან ერთად იმუშავა. საბა სწორ გზაზე დგას.“

29 ნოემბრის პრესკონფერენცია

 „ჩვენი მიზანი კონკრეტული შეცდომების თავიდან არიდებაა. გოგლიჩიძემ ბოლო შეხვედრაში, რომელშიც ითამაშა, პენალტი აიკიდა. საბა გამოუცდელია და ღვინდება. არ მინდა, ჩემი ფეხბურთელების დაცვა მიწევდეს, მაგრამ ყველა კომპონენტი უნდა შევაფასოთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდი ბირმინგემთან დამარცხდა
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდი ბირმინგემთან დამარცხდა