რონალდ არაუხო
Aa
Aa

ფსიქოლოგიური სტრესი - არაუხომ შვებულება ითხოვა

რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ ასპარეზობის პირველ წლებში ამ გუნდის ნათელი მომავლის ერთ-ერთ გარანტად ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით კლუბისთვის  მნიშვნელოვან მატჩებში იმდენჯერ დააღალატა წითელი ბარათის  მიღებით „ბლაუგრანა“ რომ როგორც ჩანს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც არამხოლოდ თამაშს, არამედ სავარჯიშო სესიასაც ჩამოშორდა.

Mundo Deportivo-ს  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა ჰანსი ფლიკს პირადად სთხოვა, რომ რამდენიმედღიანი დასვენების საშუალება მისცეს, რათა ის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადახარშოს, რომლის გადატანაც „ჩელსისთან“ მატჩში გაძევების გამო მოუხდა. როგორც ყველამ კარგად იცის, არაუხომ „ბარსას“ ფანებისგან უამრავი მუქარისშემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, რის გამოც როგორც თავად განაცხადა ვერც თამაშზე და ვერც ვარჯიშზე სათანადო კონცენტრირებას ვერ ახდენს.

ცნობისათვის, არაუხოს სათამაშო კლასის შესახებ გულშემატკივრებს ეჭვი პირველად ჯერ კიდევ მაშინ შეეპარათ, როდესაც ჩავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ის პსჟ-სთან მატჩში გააძევეს, რამაც ორმატჩიან დაპირისპირებაში „ბარსელონას“ მარცხი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაფინიას დაბრუნება ფანტასტიკური ამბავია“ - ფლიკი
„რაფინიას დაბრუნება ფანტასტიკური ამბავია“ - ფლიკი