ლიონელ მესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მინდა ჩემი გზით ვიარო და არ ვიყო ლეო

„ბარსელონას“ ვინგერმა, ლამინ იამალმა ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

„თუ შევხვდებით, ორივე გამოვხატავთ ურთიერთპატივისცემას. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ლიონელმა იცის, რომ მე კარგი ფეხბურთელი ვარ და რომ მას პატივს ვცემ. ეს ორმხრივია და ჩვენ ორივემ ვიცით, რომ მე არ მინდა ვიყო მესი - მე მინდა ჩემი გზით ვიარო. არ მინდა ისე ვითამაშო, როგორც ის თამაშობს ან მესის გამო ვატარო მეათე ნომერი“, – განაცხადა ლამინ იამალმა CBS-თან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბარსელონას“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პუშკაშს გადაასწრო - მესიმ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა
პუშკაშს გადაასწრო - მესიმ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა