ლამინ იამალი
Aa
Aa

რატომ აირჩია ესპანეთი და არა მაროკო | ლამინ იამალის ინტერვიუ

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, AS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მაროკოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებზე ჰკითხეს და იამალმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც „ფურია როხა“ აირჩია.

„სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ძალიან უცნაური გამოცდილება იყო. მაროკოს ნაკრებში თამაშზეც ნამდვილად ვფიქრობდი. მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იყო ნამყოფი, მაგრამ როდესაც არჩევანის გაკეთებაზე მიდგა საქმე, საერთოდ არ მიყოყმანია.

მაროკოსადმი უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, ყოველთვის მინდოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ევროპაში ასპარეზობა. ევროპულ ფეხბურთს უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს და ტოპ დონესთან უფრო ახლოს არის. მინდოდა ევროპის ჩემპიონატი მომეგო — რაც, მადლობა ღმერთს, გამომივიდა — და ახლა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მსურს.

მაროკოსადმი ყოველთვის დიდი სიყვარული მექნება. სიმართლე გითხრათ, მათ ნაკრებში თამაში არც უცნაური და არც ცუდი შეგრძნება იქნებოდა, მაგრამ ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს. ესპანეთში გავიზარდე და ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა.“

ცნობისთვის, იამალი ესპანეთთან ერთად ევრო 2024-ის გამარჯვებული გახდა და ფინალში ინგლისი დაამარცხა. „ფურია როხა“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და საკვალიფიკაციო ეტაპი ფენომენალურ სტილში დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ მაშინ იწევს, როცა 20 კაცთან ერთადაა“ | პიმბლეტისა და ილიას შეხვედრა
„მხოლოდ მაშინ იწევს, როცა 20 კაცთან ერთადაა“ | პიმბლეტისა და ილიას შეხვედრა