მთიდან წაყვანილი კოპა ლიბერტადორესის ფინალი | 15 წლის ვარსკვლავი ბიჭუნა
Aa
Aa

მთიდან წაყვანილი კოპა ლიბერტადორესის ფინალი | 15 წლის ვარსკვლავი ბიჭუნა

კოპა ლიბერტადორესის ფინალში ერთმანეთს „პალმეირასი“ და „ფლამენგო“ დაუპირისპირდნენ. ბრაზილიური დერბი „ფლამენგოს“ გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე დანილომ გაიტანა.

კოპა ლიბერტადორესის გადამწყვეტმა მატჩმა ერთი პერუელი ბიჭი ვარსკვლავად აქცია. 15 წლის პოლ დეპორტესი „ესტადიო მონუმენტალთან“ მდებარე ერთ-ერთ მთაზე ავიდა და საკუთარი მაყურებლისთვის თამაში იქიდან გააშუქა.

დეპორტესს ძალიან უნდოდა ბილეთების შოვნა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ამიტომ ალტერნატიულ გზას მიმართა — სტადიონთან მდებარე მთაზე ავიდა, კამერის სადგამზე ტელეფონი დაამაგრა, რომელიც „ესტადიო მონუმენტალისკენ“ იყო მიმართული, და მატჩის კომენტირება დაიწყო.

დეპორტესის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას უამრავი საქებარი სიტყვა მისწერეს და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სთხოვეს, საყვარელ პროფესიას ბოლომდე გაჰყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ მაშინ იწევს, როცა 20 კაცთან ერთადაა“ | პიმბლეტისა და ილიას შეხვედრა
„მხოლოდ მაშინ იწევს, როცა 20 კაცთან ერთადაა“ | პიმბლეტისა და ილიას შეხვედრა