კილიან მბაპე
Aa
Aa

„კორუმპირებული ჩემპიონატი“ | რეალის ტელევიზიის კრიტიკა ლა ლიგას

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის „რეალი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა. ჩაბი ალონსოს გუნდმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა „ბარსელონას“ დაუთმო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გოლები აზედინ უნაჰიმ და კილიან მბაპემ გაიტანეს.

შეხვედრის შემდეგ „რეალის“ ტელევიზიამ მატჩის მთავარი არბიტრი, რიკარდო დე ბურგოსი მწვავედ გააკრიტიკა: „კორუმპირებული ჩემპიონატი. ნეგრეირას ძმების გამო „რეალს“ უკვე ოთხი ქულა აკლია. დე ბურგოსი ერთ-ერთი მსაჯია, რომელიც „რეალის“ მიმართ ყველაზე მტრულად არის განწყობილი.

VAR-ის მუშაობაში სტაბილურობა არ შეინიშნება. წინა შეხვედრაშიც ეს მოხდა და იგივე განმეორდა. მსგავსი სიტუაცია იყო შარშან, როცა „რეალი“ „ბარსელონას“ ექვსი ქულით უსწრებდა. არ აქვს მნიშვნელობა, „ბლანკოსი“ კარგად თამაშობს თუ არა, რეალობა ისაა, რომ მსაჯები ყოველთვის მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ისინი, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვითარება შეცვალონ, არსად ჩანან, პრეზიდენტი კი მათ მხარეს იჭერს“, - აცხადებენ „რეალის“ ტელევიზიაში.

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელები ორ ეპიზოდზე აპელირებდნენ. შეხვედრის მიწურულს, როდრიგო „ჟირონას“ საჯარიმოში წაიქცა და პენალტი მოითხოვა, მაგრამ დე ბურგოსმა თამაშის დასრულების ნიშანი მისცა. როდრიგომ, მილიტაომ, ბელინგემმა და სხვებმა მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი VAR-ით არ გადაამოწმა.

„რეალის“ ტელევიზიის აზრით, საკამათო იყო „ჟირონას“ გოლის ეპიზოდიც. გატანილ ბურთამდე მასპინძლებმა მბაპე წააქციეს და კილიანმა ჯარიმა მოითხოვა, მაგრამ დე ბურგოსმა წესების დარღვევა არ დანიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემმა რამდენიმე მოთამაშემ ესპანეთს დაბრუნების შესაძლებლობა მისცა“ - ჯიკიჩი მატჩის შემდეგ
„ჩემმა რამდენიმე მოთამაშემ ესპანეთს დაბრუნების შესაძლებლობა მისცა“ - ჯიკიჩი მატჩის შემდეგ