გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილი აქტიური იყო - მეცი საკუთარ კედლებში რენთან დამარცხდა

ლიგა 1-ის მე-14 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „რენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე გავიდა, როცა სტუმრები გუნდის კაპიტანმა, ვალენტინ რონჟიემ დააწინაურა.

წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პირველ ტაიმში თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მეორე ტაიმში კი „მეცი“ ძირითადად საპირისპირო ფლანგიდან უტევდა. 75-ე წუთზე „მეცის“ მწვრთნელმა 4 შეცვლა განახორციელა, რის შემდეგაც წიტაიშვილმა მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. 

წიტაიშვილმა Sofascore-ისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 საკვანძო პასი, 3 არაზუსტი ჩაწოდება, 33-დან 23 ზუსტი პასი (70%), 2 დარტყმა, 2 დაბლოკილი დარტყმა, 52 შეხება ბურთთან და 5-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 18-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს სამჯერ დაარღვევინა წესები

წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება აბუაშვილს, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მხოლოდ 88-ე წუთზე ჩაერთო და ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა „რენის“ მეკარემ მოიგერია.

14 ტურის შემდეგ „მეცი“ 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 7 დეკემბერს, გასვლაზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოუცდელია“ | უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
„გამოუცდელია“ | უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა