“ფრე სამართლაინი შედეგია“ - მარსელინო ოსასუნასთან მატჩის შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ოსასუნას ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.
მარსელინო:
„ოსასუნამ საკუთარ კედლებში ბევრი მატჩი მოიგო. ჩვენ ლიდერობა ავიღეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. ბურთს ვაკონტროლებდით, თუმცა საბოლოო შტრიხი არ გვქონდა. მეორე გოლმა ბევრი რამე შეცვალა. საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ ფრე დამსახურებული შედეგია.
კომესანიას მომენტი? ვერ ვიტყოდი, რომ ეს 100%-იანი მომენტი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, გატანა შესაძლებელი იყო. ფრე სამართლიანი შედეგია. ოსასუნა გოლების 60%-ს სტანდარტულიდან იტანს და ეს საკმაოდ ბევრია.
არ წაგების გამო კმაყოფილი ვარ. მოედან დამძიმდა და გულშემატკივრებიც საკმაოდ დიდ ზეწოლას ახდენდნენ. მსაჯი? ეს რთული მატჩი იყო, ხშირი ფიზიკური კონტაქტით. საბოლოო ჯამში მას გარკვეულ დეტალებში არ ვეთანხმები, თუმცა მის გადაწყვეტილებებს ვიღებ.“
შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაქვეითდა. მარსელინოს გუნდმა ჯერ ბეტისთან წააგო, შემდეგ რეალთან და ახლა ფრე ოსასუნასთან.
ასევე გეტყვით, რომ ვილიარეალმა ყველა ტურნირზე უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ბოლო 2 ტური აიაქსთან და ლევერკუზენთან დათმო.