საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„გამოუცდელია“ | უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა „პატარა ზებრების“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა და საბა გოგლიჩიძე ახსენა.

„ჩვენი მიზანი კონკრეტული შეცდომების თავიდან არიდებაა. გოგლიჩიძემ ბოლო შეხვედრაში, რომელშიც ითამაშა, პენალტი აიკიდა. საბა გამოუცდელია და ღვინდება. არ მინდა, ჩემი ფეხბურთელების დაცვა მიწევდეს, მაგრამ ყველა კომპონენტი უნდა შევაფასოთ.“

ცნობისთვის, სერია A-ს გასულ ტურში „უდინეზე“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. იმ შეხვედრაში გოგლიჩიძეს მონაწილეობა არ მიუღია და მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მანამდე, „პატარა ზებრები“ „რომასთან“ და „ატალანტასთან“ დამარცხდნენ, საბამ კი ორი პენალტი „იუვენტუსთან“ აიკიდა.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა. საბას სერია A-ს მიმდიანრე სეზონში 6 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს, გუნდელებს ეს უხარიათ
კაშია: ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს, გუნდელებს ეს უხარიათ