სერხიო რამოსი
Aa
Aa

რამოსი მონტერეის ტოვებს, მაგრამ კარიერის დასრულება არ სურს

„მონტერეის“ ესპანელი მცველი სერხიო რამოსი მექსიკურ კლუბს წლის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ El Chiringuito TV იტყობინება.

მისი ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს რამოსს „მონტერეისთან“ კონტრაქტი ეწურება, რის შემდეგაც ესპანელი მცველი თავისუფალი აგენტი გახდება.

„მონტერეის“ გამოცდილ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რამოსის კარიერის მექსიკური ეტაპი დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის მცველი „მონტერეის“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და კლუბთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც „ინტერთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. El Chiringuito TV-ს ინფორმაციით, სად გააგრძელებს კარიერას რამოსი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კარიერის დასრულებაზე ის ჯერ არ ფიქრობს.

ცნობისთვის, მექსიკური კლუბის მაისურით რამოსმა 21 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰიონესი ბარსელონაზე: 1.3 მილიარდიანი ვალით სხვა ვერც ერთ ლიგაში ვერ ითამაშებდნენ
ჰიონესი ბარსელონაზე: 1.3 მილიარდიანი ვალით სხვა ვერც ერთ ლიგაში ვერ ითამაშებდნენ