რეალი კონატეს დამატებას არ აპირებს
მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ მცველს, იბრაჰიმა კონატეს, არ შეიძენს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბი განიხილავდა შესაძლებლობას, რომ ფრანგი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატებინა.
თუმცა, The Athletic-ის ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელებმა ლივერპულელ კოლეგებს პირდაპირ აცნობეს, რომ კონატეს ტრანსფერით არ არიან დაინტერესებულნი.
„წითლებში“ მიაჩნიათ, რომ მერსისაიდული კლუბის ბოსებმა მტკიცე განზრახვა გამოავლინეს ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაგრძელებლად. თუმცა, ახლა ბევრი რამ მის პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კონატემ პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 26 წლის ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.