ალონსოსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გამოსწორებას იწყებს | AS
„რეალის“ მოთამაშეები გუნდში ატმოსფეროს ნორმალიზებაზე მუშაობენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩაბი ალონსოსა და მის შტაბს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნათ. ასევე დაიწერა, რომ ვინისიუს ჟუნიორს მთავარ მწვრთნელთან რთული ურთიერთობის გამო, კონტრაქტის გაგრძელება არ სურს.
როგორც AS-ი იუწყება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრების, ზარების და გასახდელში კომუნიკაციის წყალობით, „რეალში“ ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა.
სამეფო გუნდის ფეხბურთელებმა გააცნობიერეს, რომ შედეგებზე უდიდესი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ და უნდა იმოქმედონ როგორც გუნდმა და მიხვდნენ, რომ მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობების მოგვარებაა საჭირო.
ალონსომ, თავის მხრივ, გააცნობიერა, რომ მოთამაშეებთან სიახლოვე მას მათი მხარდაჭერის მოპოვების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა (4:3).
30 ნოემბერს გუნდი ლა ლიგაში „ჟირონას“ წინააღმდეგ ითამაშებს.