ჟოან ლაპორტა, ული ჰიონესი
Aa
Aa

ჰიონესი ბარსელონაზე: 1.3 მილიარდიანი ვალით სხვა ვერც ერთ ლიგაში ვერ ითამაშებდნენ

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კრიტიკულად ისაუბრა „ბარსელონას“ ფინანსურ მდგომარეობაზე.

ჰიონესი კატალონიელებს ხშირად აკრიტიკებს და ეს ძირითადად რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ ხდება.

„ის, რომ მათი ვალი 1,3 მილარდ ევროს აღემატება, აბსურდული და აუტანელია. ასეთი ვალის მქონე კლუბი სხვა ნებისმიერი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში სრული უსაფრთხოებით ვერ ითამაშებდნენ, მაგრამ ესპანეთში არაფერი ხდება.

ბარსას მართვის მოდელი არ არის ის, რაც ჩემი გუნდისთვის მსურს. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი ბაიერნში, და ჩვენი ხელსაყრელი ეკონომიკური სიტუაცია მაგალითად უნდა იქცეს ევროპული კლუბებისთვის. ნათელი ხდება, რომ სანდო მენეჯმენტითა და სანდო ეკონომიკით, სპორტული დონე არ არის დამოკიდებული სარისკო ბუღალტრულ მანევრებზე.

გერმანული ლიცენზირების მკაცრი წესები და აუდიტორების ზეწოლა დაუყოვნებლივ ზიანს მიაყენებდა კლუბს, რომელსაც 1.3 მილიარდი ევროს ვალი აქვს,“

– თქვა ჰიონესმა OMR პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული 1.3 მილიარდიანი ვალი „ბარსელონას” წინა პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს მმართველობის დროს დაუგროვდა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. კლუბმა ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ, ვალის დიდი ნაწილი უკვე დაფარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები