ალექსანდრე თოფურიამ წონა ჩააბარა
22 ნოემბერს, ალექსანდრე თოფურია UFC-ში თავის მეორე ბრძოლას გამართავს. ქართველმა „ელ კონკისტადორმა“, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის, წონა წარმატებით ჩააბარა.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს, ალექსანდრემ დივიზიონისთვის დაშვებული წონა 61 კგ დააფიქსირა.
⚖️✅PRIMERA BATALLA GANADA✅⚖️
— Pelunaton (@pelunaton) November 21, 2025
????????????????Aleksandre Topuria marca 135.5 lbs en la báscula y tenemos pelea, ahora toca recuperar y descansar
????️@eldoberdanMMA #UFCQatar pic.twitter.com/Bw9Dzx9OOV
შეგახსენებთ, რომ უფროსი თოფურია ყაზახ ბეკზატ ალმახანს კატარში დაუპირისპირდება. „ელ კონკისტადორისთვის“ ეს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მეორე ბრძოლა იქნება - სადებიუტო ჩხუბში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
რაც შეეხება ალექსანდრეს მეტოქეს, ალმახანი 28 წლისაა და MMA-ში 12 მოგება და 2 წაგება აქვს (UFC-ში 1-1).