ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

საიუბილეო მატჩი ესპანეთთან - კიტეს და ზურიკოს დამატებითი მოტივაცია

ოქტომბერში განცდილი ორი მძიმე მარცხის შემდეგ, ბუნებრივია, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარას საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი უზომოდ მოტივირებული ხვდება. ჯანმრთელად არიან და ეროვნულ გუნდთან ემზადებიან ოთარ კიტეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი. როგორც „შტურმის“, ასევე „სენტ ეტიენის“ მოთამაშისთვის ესპანელებთან დღეს გასამართი თამაში საიუბილეო იქნება და „ჯვაროსნების“ მაისურს ორმოცდამეათედ მოირგებენ.

კიტეიშვილის ანგარიშზე 49 სანაკრებო თამაშში, საიდანაც 38 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო 11-ჯერ ცვლილებაზე გამოჩნდა მოედანზე, 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება დავითაშვილს, ამდენივე მატჩში მან ქომაგებს თავი 7 ბურთითა და 4 ასისტით დაამახსოვრა. 49 თამაშიდან ზურიკომ 22 სასტარტოში დაიწყო, ხოლო 27 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა.

ცნობისათვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ცხრა მატჩიდან რვა პირენელეების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ერთხელ, 2016 წლის ივნისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაბატაძე: ვისაც ჩემი არ სჯეროდა, დავუმტკიცე რაც შემიძლია
ტაბატაძე: ვისაც ჩემი არ სჯეროდა, დავუმტკიცე რაც შემიძლია