ეთან მბაპე
Aa
Aa

ზიდანის შემდეგ მბაპე - ალჟირი ძლიერდება

ცოტა ხნის წინ ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ შეძლო და ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშზე დაითანხმა. პრინციპში ზიზუს შვილს, რომელიც ამპლუით მეკარეა, დიდი არჩევანი არც ჰქონდა, რადგან ლუკა შევალიესა და მაიკ მენიოს კონკურენციის პირობებში, ძალიან დიდი ალბათობით მას საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა არც მიეცემოდა, აფრიკულ ქვეყანაში კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გარანტირებული აქვს.

თუმცა, ცნობილი გამოცემა Footmercato-ს ცნობით, ალჟირელები მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და ზიდანის შემდეგ, სურთ მათი ქვეყნის ნაკრებში კიდევ ერთი საფეხბურთო გვარის წარმომადგენელმა ითამაშოს. საუბარია კილიან მბაპეს უმცროს ძმა ეთანზე, რომელიც „ლილის“ ნახევარმცველია და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში აქვს ნათამაშები. თუ თავად ეთანი მოინდომებს, ის ალჟირის ნაკრებში ბიუროკრატიული პრობლემების გარეშე ითამაშებს, რადგან დედამისს, ფაიზი ლამარის ალჟირული წარმოშობა აქვს.

ცნობისათვის, ეთან მბაპე კარიერის საწყის ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენში“ გამოდიოდა, რომლის მთავარ გუნდშიც მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა. „ლილში“ კი 15 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთის ნაცვლად ორი მბაპე რეალში - სამეფო კლუბი 17 წლის ეთანს იმატებს
ერთის ნაცვლად ორი მბაპე რეალში - სამეფო კლუბი 17 წლის ეთანს იმატებს