ხვიჩას აღიარება | კვარა ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლიონს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა დაძაბული შეხვედრა მოიგო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გატანილი გოლით, 3:2 მოიგო.
კვარაცხელიას კარგი თამაში ჰქონდა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვიჩამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 33-ე წუთზე გოლი გაიტანა. „კვარას“ კარგი თამაში დაუფასდა და ცნობილმა პორტალმა, Sofascore-მა ის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
Sofascore-ის სიმბოლური ნაკრები: მიკე პენდერსი, გოტიე ლორისი, ანტონი რუო, ჩიდოზი ავაზიემი, ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, ვესლი საიდი, ანხელ გომესი, ფლორიან ტაუვინი, ჰაბიბ დიალო, ემანუელ ემეგა.
ცნობისთვის, ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - 1 გოლი, საშუალოდ 0.36 შექმნილი საგოლე მომენტი, კარისკენ 2 დარტყმა - 1 ზუსტი და 1 დაიბლოკა. ბურთთან 61 შეხება, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, მეტოქე ორჯერ დააჯარიმა, 40-დან 31 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ართმევა, 1 ვარდნა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 8-დან 6 მოგებული პოზიციური დუელი. Sofascore-ზე მისი თამაში 8.5 ქულით შეფასდა.