გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილის საგოლე პასი | ამ სეზონში თამაშიდან მხოლოდ ერთხელ გაიტანა

ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-14 ტურში „სარაევომ'' შინ „ბორაცი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მე-17 წუთზე გუნდის კაპიტნის, გიორგი გულიაშვილის ჩაწოდების შემდეგ სლავკო ბრალიჩმა გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული 2 გოლიდან პირველი ზაფხულში კონფერენს ლიგაზე „კრაიოვას'' გაუტანა, მეორე გოლი კი ბოსნიის ჩემპიონატში პენალტიდან შეაგდო. შედარებისთვის, გასულ სეზონში ჩემპიონატის 26 მატჩში 16 გაიტანა (2 პენალტი იყო).

ჩემპიონატის 14 მატჩში „სარაევომ'' 21 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზეა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს აუტსაიდერ „პრიედორს'' ესტუმრება, რომლის შემადგენლობაში დემეტრე გვასალია თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მშვიდად შრომა, დრო და ნდობა სჭირდება | უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე
მშვიდად შრომა, დრო და ნდობა სჭირდება | უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე