მე-10 საგოლე მოქმედება სეზონში | აშორტიამ ბოლო ხუთ მატჩში 4 გოლი გაიტანა
უზბეკეთის ჩემპიონატში „ბუნიოდკორი’’ შინ სამარყანდის „დინამოსთან’’ 1:3 დამარცხდა. ანგარიში 42-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა იმედა აშორტიამ გახსნა, მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში შევიდა, მცველს აჯობა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში აშორტიას ანგარიშზე 4 გოლია.
„ბუნიოდკორის'' სასტარტოში ნიკა მალიმ შეუცვლელად ითამაშა, აშორტია 71-ე წუთზე შეცვალეს.
უზბეკეთის უმაღლეს ლიგაში „ბუნიოდკორი’’ 46 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონობისთვის შანსი დაკარგული აქვს.
28 წლის ფორვარი მეორე სეზონია რაც უცხოეთში თამაშობს, გასულ სეზონში ყაზახურ ყარაგანდის „შახტიორში'' 28 მატჩში 5 საგოლე მოქმედება ჰქონდა, 4 გოლი და 1 საგოლე პასი, ამ სეზონში გასული სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა, 28 მატჩში მის აქტივში 8 გოლი და 2 საგოლე პასია (10 საგოლე მოქმედება).