კრიშტიანუ რონალდუ, დევიდ ბექჰემი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

რონალდუ: მსოფლიოში არავინაა ჩემზე უფრო ცნობილი, არც ტრამპი

კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანია და პოპულარობით მას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც კი ჩამოუვარდება. ამის შესახებ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანთან ინტერვიუში ილაპარაკა.

„მოდით, მოვაწყოთ დებატები. ვინ არის უფრო ცნობილი, მე თუ დონალდ ტრამპი? ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში, თუნდაც პატარა კუნძულზე, მე უფრო მეტი ადამიანი მიცნობს, ვიდრე მას. ვფიქრობ, მსოფლიოში არავინაა ჩემზე უფრო ცნობილი“, - თქვა რონალდუმ.

გარდა ამისა, კრიშტიანუ მიიჩნევს, რომ ვიზუალურად ის უფრო მიმზიდველია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი.

თქვენი აზრით, დევიდ ბექჰემზე უკეთ გამოიყურებით? თქვენ უფრო ლამაზი ხართ?“ - ჰკითხა მას გადაცემის წამყვანმა, რაზეც მან ასე უპასუხა:

„გააჩნია, როგორ შევხედავთ. იმიტომ, რომ ჩემთვის გარეგნობა მხოლოდ სახე არ არის. გარეგნობა ეს ყველაფერი ერთადაა. წარმოიდგინეთ მე, მაგრამ არა როგორც კრიშტიანუ, არამედ როგორც ჩვეულებრივი ბიჭი, წითელი საცურაო შორტებით კოპაკაბანაზე, რომელიც ქოქოსის წყალს სვამს. როგორ ფიქრობთ, არ მექნება შანსი ბექჰემზე უკეთესი შეფასების?. მას ლამაზი სახე აქვს, დანარჩენი – ნორმალურია. მე არ ვარ ნორმალური, მე იდეალური ვარ (იცინის)“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესი ჩემზე უკეთესია
რონალდუ: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესი ჩემზე უკეთესია