Aa
Aa

მარკოიშვილის 9 ქულა და "რეჯიო ემილიას" პირველი საპლეიოფო გამარჯვება

6 მარტს სტარტი აიღო "ევროთასის" მეოთხედფინალურმა რაუნდმა, პლეიოფის პირველ შეხვედრაში მანუჩარ მარკოიშვილის"რეჯიო ემილია" საკუთარ კედლებში "ზენიტს" დაუპირისპირდა და 14 ქულიანი სხვაობით 75-61 იმარჯვა.

ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 20 წუთი გაატარა. მანუჩარმა 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. მარკოიშვილმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო. მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. მანუმ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი მოათავსა კალათში.

იტალიელებს ჯეილენ რეინოლდსმა ულიდერა 19 ქულითა და 11 მოხსნით. 15 ქულა მიითვალა "რეჯიო ემილიას" ლიდერმა ამადეო დელა ვალემ.

"ზენიტის" მხრიდან სერგეი კარასევი გამოირჩა 19 ქულით, 12 ქულა შესძინა გუნდს დრიუ გორდონმა.

შეგახსენებთ, რომ "ევროთასის" პლეიოფი 2 გამარჯვებამდეა, შემდეგი შეხვედრა კი რუსეთში 9 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები