დონჩიჩი, მუსა და ბითაძე,
Aa
Aa

დონჩიჩი, მუსა და ბითაძე, "Eurohopes"-მა 1999 წელს დაბადებული ევროპელი კალათბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა

საკალათბურთო საიტმა "Eurohopes.com"-მა 1999 წელს დაბადებული ევროპელი კალათბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გოგა ბითაძე მესამე ადგილზე მოხვდა. ქართველი ცენტრი მხოლოდ ისეთ ტალანტებს ჩამორჩა, როგორებიც დონჩიჩი და მუსა არიან. შეგახსენებთ, რომ ორივე კალათბურთელი წლევანდელ სეზონში NBA-ს დრაფტზე აპირებს დადგომას და როგორც "Nbadraft.net" ვარაუდობს დონჩიჩი მეხუთე, ხოლო მუსა მეჩვიდმეტე ნომრად იქნება არჩეული. საინტერესოა, რომ ამავე საიტის ინფორმაციით გოგა ბითაძეს "ფილადელფია სევენთი სიქსერსი" 47-ე ნომრად აირჩევს.

"Eurohopes.com"-მა ქართველ ცენტრზე მოკლე სტატიაც გამოაქვეყნა: ბითაძე ათლეტური კალათბურთელია, იგი კარგ საკალათბურთო აზროვნებას ფლობს და ხშირად სჯობნის მეტოქეებს პოზიციის შერჩევაში, გოგას ფიზიკური მონაცემების განვითარების სერიოზული პოტენციალი აქვს, რაც NBA-ში ნამდვილად გამოადგება. თუმცა ქართველი ცენტრი ძალიან მალე იღლება და ამის გამო ხშირ შემთხვევაში სულელურ ჯარიმებს იღებს.

გოგა მშვენიერი მსროლელია, მას როგორც საშუალო ასევე შორეული სროლების განხორციელება შეუძლია. ბითაძე სამწამიანშიც კარგად თამაშობს, მაგრამ აუცილებელია შეტევის მრავალფეროვნებაზე და მარცხენა ხელის უფრო აქტიურად გამოყენებაზე იმუშაოს. ქართველი ცენტრის მოძრაობების უმრავლესობა მარჯვენა ხელით განხორციელებული სროლით სრულდება, რაც მის შეტევებს პროგნოზირებადს ხდის.

ბითაძე დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებს, იგი საკმაოდ მოძრავია და არც მოწინააღმდეგეებთან კონტაქტს ერიდება. 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში ქართველი ცენტრი მატჩში საშუალოდ 3.7 ბლოკს აგროვებდა, რაც საკმაოდ სოლიდური შედეგია.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგა პერსპექტიული კალათბურთელია, მასში ნიჭი, საკალათბურთო აზროვნება და ფიზიკური მონაცემები ერთადაა თავმოყრილი და თუ ქართველი ცენტრი ამ უკანასკნელის განვითარებაზე იზრუნებს საკმაოდ წარმატებული საკალათბურთო კარიერაც ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები