ბართიშვილის ლამაზი ჯარიმა | საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისლანდიასთან წაგების შემდეგ სანდრო კობახიძის გუნდი მეორე მატჩშიც დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დაწინაურდა. 49-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ბართიშვილმა ჯარიმა შეაგდო და საქართველო წინ გაიყვანა.
სამწუხაროდ, კობახიძის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 56-ე წუთზე ბერძნებმა წონასწორობა აღადგინეს, 70-ზე კი მეორე გოლი შეაგდეს. დარჩენილ დროში ჩვენებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და 1:2 დავმარცხდით.
ამრიგად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გადავიდა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        