პოლ სქოულზი
Aa
Aa

შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - სქოულზი სამსახურიდან წავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ უკანასკნელი წლების განმავლობაში სატელევიზიო ექსპერტად მუშაობდა, სამსახურისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. ამის მიზეზი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - 20 წლის აიდენ სქოულზი აუტისტური სპექტრისაა, რომელსაც ეს დაავადება სამი წლის ასაკში დაუდგინდა და ბოლო ერთი თვეა საერთოდ ლაპარაკი შეწყვიტა. აქედან გამომდინარე ვეტერანი მოთამაშე კვირაში სამ დღეს მთლიანად შვილთან ატარებს, რაც მას პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების გაშუქებისა და ანალიზის დროს საერთოდ აღარ უტოვებს.

პოლ სქოულზი

ჩემი და აიდენის ცხოვრება რუტინას ემსგავსება - გამუდმებით ერთსა და იგივეს ვაკეთებთ, რადგან მან არ იცის კვირის რომელი დღეა. ყოველ სამშაბათს საბავშვო ბაღიდან მიმყავს აუზზე, ცურვა ძალიან უყვარს და ხშირად მივირთმევთ პიცას. ლაპარაკით ვეღარ საუბრობს, მაგრამ ცდილობს მინიშნებებით გაგვაგებინოს რა სურს.

ცნობისათვის, პოლ სქოულზმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში თერთმეტჯერ პრემიერლიგა, სამჯერ ასოციაციის თასი, ორჯერ ლიგის თასი, ხუთჯერ ქვეყნის სუპერთასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდოს ჰეთ-თრიკი და დადუმებული ოლდ ტრაფორდი - მაგია კიჭას შესრულებით
რონალდოს ჰეთ-თრიკი და დადუმებული ოლდ ტრაფორდი - მაგია კიჭას შესრულებით