28 მატჩში 29 საგოლე მოქმედება | ყაზაიშვილის დუბლი ჩინეთში
ჩინეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურში „შანდოგ ტაიშანის’’ ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონატის ლიდერ „შანხაი პორტთან’’ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, 41-ე წუთზე მისი გოლით ანგარიში გათანაბრდა - 1:1. 77-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ბურთი მკერდით მიიღო და შორეულ კუთხეში გაიტანა. ამ გოლით მისი გუნდის სასარგებლოდ მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:1.
მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. ბომბარდირდა დავაში პირველზეა, კონკურენტებს 3 გოლით უსწრებს. 24 გოლის გარდა 5 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში 28 მატჩში მის აქტივში 29 საგოლე მოქმედებაა.
28 მატჩში „შანდოგ ტაიშანმა'' 47 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში, პირველ ნოემბერს უშუალო კონკურენტ „ტიანძინ ჯინმენ ტაიგერს'' მიიღებს.