ჭანტურიშვილის გოლი ჩეხეთში | ქართველის გუნდმა მოიგო და პირველზეა
Aa
Aa

ჭანტურიშვილის გოლი ჩეხეთში | ქართველის გუნდმა მოიგო და პირველზეა

ჩეხეთის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში „ლიბერეცი’’ შინ „იაბლონეცთან’’ 0:2 დამარცხდა. ანგარიში 65-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მარცხენა ფეხით შეაგდო.

 

მიმდინარე სეზონში ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში ცამეტივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.

13 ტურში „იაბლონეცმა’’ 28 ქულა დააგროვა, ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე აღზევდა, თუმცა თუ მიმდინარე ტურში უშუალო კონკურენტები, „სპარტა’’ ან „სლავია’’ გაიმარჯვებენ, ჭანტურიშვილის გუნდის ლიდერობა დროებითი იქნება.

32 წლის ფეხბურთელი 2019 წლიდან ჩეხეთში თამაშობს, 2019-23 წლებში „ზლინის’’ მოთამაშე იყო, 2023 წლიდან „იაბლონეცში’’ გამოდის. 2019 წლიდან მოყოლებული ჩეხეთის ჩემპიონობასთან ახლა ყველაზე ახლოსაა. მისი გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ამ მომენტისთვის „სლავიასა'' და „სპარტას'' კონკურენციას უწევს.

2016-18 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები