ოფიციალურად - ბენიტესმა პანათინაიკოსი ჩაიბარა
რაფაელ ბენიტესი „პანათინაიკოსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ბერძნულმა კლუბმა 65 წლის სპეციალისტთან შეთანხმების გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. „ეს ახალი ერის დასაწყისია“ - აცხადებენ გუნდში.
Panathinaikos welcomes Rafa Benítez as the club’s new head coach.
— Panathinaikos F.C. (@paofc_) October 24, 2025
This is the start of a new era. ☘️#PAOFC #Panathinaikos pic.twitter.com/hgkRPDGYVH
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელი მწვრთნელი „პანათინაიკოსში“ წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს, რაც საბერძნეთის ლიგისთვის რეკორდული თანხაა.
შეგახსნებთ, რომ ბენიტესის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „სელტა“ იყო. ის ასევე წვრთნიდა „ევერტონს“, „ნიუკასლს“, „რეალს“, „ნაპოლის“, „ინტერს“, „ვალენსიასა“ და სხვა კლუბებს.