Aa
Aa

სეზონში მეორედ - შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა!

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის MVP (უძვირფასესი მოთამაშე) გახდა.

ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი მოსკოვის "ხიმკისთან" მოგებულ (87:77) შეხვედრაში პარკეტზე საუკეთესო იყო.

თოკომ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. მისი მონაგარი ასეთი იყო - 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

აღშანიშნავია, რომ ევროლიგაში "ბასკონიას" მაისურით 15 მოხსნა 12 წელია არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ შენგელიასთვის ეს წლევანდელ სეზონში რიგით მეორე MVP-ის პრიზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები