საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაშია | სტეფან ენშომ სიგუაზე ისაუბრა
„ლივერპულის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან ენშომ, რომელიც ამჟამად „ლოზანას’’ სპორტული დირექტორია, შვეიცარიულ Blick-თან ვრცელ ინტერვიუში გაბრიელ სიგუაზე ისაუბრა.
„გაბრიელ სიგუა ბოლო დროს „ბაზელში’’ მნიშვნელოვან როლას აღარ ასრულებდა, მაგრამ ის კარგი ფეხბურთელია, ჩვენს გუნდში ძალიან კარგად დაიწყო და ფიზიკურად საუკეთესო ფორმაშია’’.
ენჩომ აღნიშნა, რომ სიგუა ბოლო პერიოდში „ბაზელში'' მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებდა, რაც დიდწილად ტრავმებმა განაპირობა. ტრავმების შემდეგ ფორმის სრულად აღდგენა და კონკურენციაში შესვლა გაუჭირდა. ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, თუმცა „ლოზანაში'' იჯარით წასვლის შემდეგ რეგულარულად თამაშობს, რაც მის პროგრესზე დადებითად ისახება. პროცესია, თუ ტრავმები ხელს აღარ შეუშლის, ეროვნული ნაკრების კონკურენციაში შესვლა არ გაუჭირდება.
20 წლის სიგუამ, რომელიც „ბაზელიდან’’ „ლოზანაშია’’ განათხოვრებული, შვეიცარიის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა, გასულ ტურში „იანგ ბოიზთან’’ და პირველი ტაიმი შემდეგ მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, რის გამოც 21-წლამდე ნაკრების ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.
რაც შეეხება ევროტურნირს, სიგუამ კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში „ბეშიქთაშთან'' ორივე მატჩში ცვლილებაზე ითამაშა, ჯგუფურ ეტაპზე „ბრეიდაბლიკთან'' მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.