შაბაზ მუჰამედი კარიერას "მილოუკი ბაქსში" გააგრძელებს
„მინესოტა ტიმბერვულვზმა“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სამშაბათ საღამოს შაბაზ მუჰამედის კონტრაქტი გამოისყიდა და 25 წლის მსროლელი თავისუფალი აგენტი გახდა. მუჰამედი გუნდის უკანასკნელი 43 შეხვედრიდან მხოლოდ 11-ში ათამაშეს და წლევანდელ სეზონში მოედანზე სულ რაღაც 9.4 წუთს ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით 25 წლის კალათბურთელი კარიერას „მილოუკი ბაქსში“ გააგრძელებს. „ხარირმებმა“ გუნდიდან შონ კილპატრიკი გაუშვეს, რათა მუჰამედისთვის შემადგენლობაში ადგილი გაეთავისუფლებინათ.
შაბაზ მუჰამედი უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში 9.9, 10.5 და 13.5 ქულას აგროვებდა საშუალოდ, წლევანდელ სეზონში კი მისი მონაგარი მხოლოდ 3.8 ქულა და 1.4 მოხსნაა.