ჩელსი ილდიზის შესახებ ახალ შეთავაზებას ამზადებს - La Gazzetta dello Sport
„ჩელსი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კენან ილდიზისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები აპირებენ მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით, რომლის დამატებასაც ისინი ზაფხულში ცდილობდნენ.
ამასთან, სიტუაციას „ბარსელონაც“ აკვირდება. ევროპული კლუბების მხრიდან ინტერესის გაცნობიერების ფონზე, „ბიანკონერი“ ცდილობს ილდიზი ტურინში შეინარჩუნოს – ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება მის მამასთან, რომელიც ასევე ფეხბურთელის აგენტია.
„ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელები მზად არიან კენანს ტენ კომპმეინერსზე 2 მილიონი ევროთი მეტი ხელფასი გადაუხადონ, რომელიც 4,5 მილიონს იღებს, თუმცა თურქი შემტევის აგენტი თვლის, რომ მისი კლიენტი ისეთ სათამაშოს ხარისხს აჩვენებს, რომ გაცილებით დიდ ანაზღაურებას იმსახურებს.
მხარეებს შორის არსებული დაძაბულობით სარგებლობა ჟოან ლაპორტა ცდილობს, რომელიც თვლის, რომ ილდიზის დამატების შემთხვევაში, მისი და ლამინ იამალის სახით, კლუბს ფლანგის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ეყოლება.
მიმდინარე სეზონში თურქმა თავდამსხმელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კენან ილდიზის მოქმედი კონრაქტი ტურინულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.