ბაიერნს გეჰის დამატება სურს. ინტერესს კიდევ 3 კლუბი იჩენს
Aa
Aa

ბაიერნს გეჰის დამატება სურს. ინტერესს კიდევ 3 კლუბი იჩენს

„ბაიერნმა“ მარკ გეჰის ტრანსფერზე მუშაობა გაააქტიურა.

ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ მიუნხენელები უკვე დაუკავშირდნენ „კრისტალ პალასის“ მცველის წარმომადგენლებს.

ამასთან, გერმანულ გუნდში შესაძლო ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, დარჩებიან თუ არა კლუბში დაიო უპამეკანო და კიმ მინ-ჯე.

როგორც ცნობილია, „ბაიერნს“ კონკურენცია „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ მხრიდან ელის, რომლებიც ასევე სერიოზულად მუშაობენ გეჰის დამატებაზე. გარდა ამისა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „რეალიც“ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ გეჰიმ მიმდინარე სეზონში, 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ 25 წლის ფეხბურთელი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზარო ღირებულება 45 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო | უდინეზემ კალიარისთან ქულა მოიპოვა
გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო | უდინეზემ კალიარისთან ქულა მოიპოვა