ჯეიმი კარაგერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ნიკ ვოლტემადე
Aa
Aa

„იმედია ვოლტემადე ხმას ჩააკმენდინებს“ - კარაგერი რუმენიგემ გააღიზიანა

„შეგვიძლია „შტუტგარტს“ მივულოცოთ, რადგან ამ კლუბის ხელმძღვანელებმა მოძებნეს ისეთი იდიოტები, რომლებიც ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ“ - ასეთი შეფასება გაუკეთა „ბაიერნის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა და ლეგენდარულმა გერმანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ახალგაზრდა ფეხბურთელის შვაბური კლუბიდან „ნიუკასლში“ ტრანსფერს, რამაც ბევრი გააღიზიანა. მათ რიგებს მიეკუთვნება ახლა ექსპერტად მომუშავე ვეტერანი მოთამაშე ჯეიმი კარაგერი, რომელმაც რუმენიგე საჯაროდ გააკრიტიკა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მომწონს ნიკ ვოლტემადეს ასპარეზობა და მასთან დაკავშირებული რუმენიგეს ციტატა არ მესიამოვნა. მეტსაც გეტყვით, „ნიუკასლის“ გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ამ ყველაფერმა უზომოდ გამაღიზიანა. მისი განცხადება თითქმის ყველა გერმანულ გამოცემაში დაიბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკის ოჯახის წევრები და ახლობლები ნახავდნენ. მსგავსი დონის ფეხბურთელისა და ლეგენდის მხრიდან ასეთი უპატივცემულო საუბარი, მითუმეტეს გერმანელი ფეხბურთელის მიმართ, ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება. იმედია, ვოლტემადე თავისი კარგი თამაშით რუმენიგეს ხმას ჩააკმენდინებს და ჯერჯერობით ამას აკეთებს კიდეც“.

ცნობისათვის, 23 წლის ნიკ ვოლტემადემ „ნიუკასლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 7 შეხვედრაში 4 გოლით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარაგერი ამორიმზე: ასეთი ქარიზმატული და სიმპათიური რომ არ იყოს, გააგდებდნენ
კარაგერი ამორიმზე: ასეთი ქარიზმატული და სიმპათიური რომ არ იყოს, გააგდებდნენ