ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნეთ“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ რიგებში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა „მონპელიეს“ წინააღმდეგ დუბლი მიითვალა და „მწვანეების“ მთავარი მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანდის საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზურიკო სენტ-ეტიენში დარჩა. ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ, რადგან დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და 16 საგოლე მოქმედება ჰქონდა. ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნეთ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სხვა შეხვედრებში საკმარისი სტაბილურობა არ ჰქონდა. მისი ფეხბურთის მხოლოდ მცირე ნაწილი ვნახეთ და მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა მისგან გაცილებით მეტი მივიღოთ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ, 20 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ტრუას“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით, პირველ პოზიციას იკავებს.

სხვათა შორის, დავითაშვილზე Le Progres-ის ჟურნალისტმა, პატრიკ გუილუმ დაწერა. მან განაცხადა, რომ „მონპელიესთან“ მატჩში ზურიკო „სენტ-ეტიენის“ ახლად ნაპოვნი ეფექტურობისა და პროდუქტიულობის სიმბოლო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს გამარჯვება მბაპეს ძმამ წაართვა - ხვიჩამ ტრავმის გამო არ ითამაშა
პსჟ-ს გამარჯვება მბაპეს ძმამ წაართვა - ხვიჩამ ტრავმის გამო არ ითამაშა