როდრი ოქროს ბურთზე: სანამ კონვერტი არ გახსნეს, არ ვიცოდი
როდრი არ ვარაუდობდა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდებოდა.
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა გასულ წელს France Football-ის ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
ესპანელ ფეხბურთელს ჰკითხეს, იცოდა თუ არა ერთი წლის წინ,„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე დასწრებისას, რომ მთავარი პრიზი უკვე მოგებული ჰქონდა.
„არა, ჩემთვის არ უთქვამთ და არც ვიცოდი, სანამ კონვერტს არ გახსნიდნენ, საერთოდ არაფერი ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არც კი მიოცნებია, რადგან არასდროს ველოდი, რომ ასეთ დონეს მივაღწევდი. როგორც ვთქვი, ბავშვობაში ვხედავდი, რომ ამ ჯილდოს მხოლოდ ორი ფეხბურთელი - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იღებდა, ამიტომ ეს სულაც არ იყო ჩემს ფიქრებში, არასდროს ველოდი, რომ მსგავს რამეს მოვიგებდი. ადამიანები ამბობენ, რომ ცხოვრებამ შეიძლება ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზოს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია, დავბრუნდე და კოლექტიურ გამარჯვებას მივაღწიო, ვეცადო, რაც შეიძლება მეტი ჯილდო მოვიგოთ როგორც გუნდმა. ინდივიდუალური პრიზები ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენ საერთო ჯილდოებისთვის ვიბრძვით, როგორც გუნდი,“ – თქვა როდრიმ.
შეგახსენებთ, რომ წელს „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, უსმან დემბელე გახდა.
გეტყვით ასევე, რომ წლევანდელ ცერემონიაზე პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლდათ, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა.
ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩი თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 7 თამაშში 1 ბურთია.