ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

„კლუბში არჩევნებია და ეს ფეხბურთელებზე მოქმედებს“ - მოურინიო ჩელსისთან მარცხზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ჟოზე მოურინიო „ბენფიკასთან“ ერთად „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის ბედი „არწივების“ მცველის, რიჩარდ რიოსის ავტოგოლმა გადაწყვიტა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მარცხის მიუხედავად, საკუთარი გუნდით კმაყოფილია.

„მარცხი ყოველთვის მარცხია, მიუხედავად იმისა, იმსახურებდი თუ არა ასეთ შედეგს. ესაა სიმართლე, რომელიც ჩემს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. ხანდახან მატჩის შემდეგ გრძნობ, რომ ბევრი რამ კარგად გაკეთდა, სწორად და უშიშრად ითამაშე. წავაგეთ, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო. სავარჯიშოდ დრო თითქმის არ გვაქვს, ამიტომ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არის. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. ძალიან ორგანიზებულად და სტაბილურად ვითამაშეთ, ტაქტიკური შეცდომები არ გვქონია.

ფეხბურთელებზე ძალიან დიდი ზეწოლაა. ერთ თვეში კლუბში არჩევნები გაიმართება, პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის... წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და, ბუნებრივია, ფეხბურთელები ამას ვერ გაექცევიან. შინაგანად ისინი ამ ზეწოლას გრძნობენ, მაგრამ მე გასახდელში ვუთხარი ბიჭებს, რომ ასეთი თამაში მომავალში ქულებს აუცილებლად მოგვიტანს“.

შეგახსენებთ, რომ 2 მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ 0 ქულა აქვს. ლისაბონური გუნდი პირველ ტურში შინ, „ყარაბაღთან“ დამარცხდა, მეორე ტურში კი „ჩელსისთან“ გასვლითი შეხვედრა დათმო. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე „არწივები“ „ნიუკასლთან“, „ლევერკუზენთან“, „აიაქსთან“, „ნაპოლისთან“„ „იუვენტუსთან“ და „რეალთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს ჰეთ-თრიკი | ჩემპიონთა ლიგაზე ზარიას დებიუტი რეალთან შედგა
მბაპეს ჰეთ-თრიკი | ჩემპიონთა ლიგაზე ზარიას დებიუტი რეალთან შედგა