საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ლობჟანიძის გუნდის მორიგი მარცხი | საბას 31-მატჩიანი უგოლო სერია MLS-ში

MLS-ში „ნიუ ინგლენდ რევოლუშენმა’’ შინ „ატლანტა იუნაიტედს’’ 2:0 მოუგო.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ ითამაშა. კარისკენ დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა, საჯარიმო დარტყმა არაზუსტად შეასრულა. საბა 87-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო.

სამწუხაროდ, 30 წლის მარცხენა გარემარბმა გოლი ვერ ამ მატჩში გაიტანა, MLS-ში საბას უგოლო სერია 31-მატჩიანია, მიმდინარე წელს MLS-ში 7 საგოლე პასი შეასრულა, მის ანგარიშზე გოლი არაა. უგოლო სერიის თვალსაზრისით ასეთი წარუმატებელი სეზონი კარიერაში არ ჰქონია.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ MLS-ის გარდა კიდევ ერთ საკლუბო ტურნირზე ითამაშა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ლიგის თასის სამ მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდი მონაწილეობს, „ატლანტა’’ 27 ქულით მე-14 ადგილზეა, მხოლოდ აუტსაიდერ „დისი იუნაიტედს’’ უსწრებს. საბას გუნდმა 31 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 14 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
VAR-მა პენალტი არ დანიშნა | გულიაშვილის კარგი თამაში დერბიში
VAR-მა პენალტი არ დანიშნა | გულიაშვილის კარგი თამაში დერბიში