გიორგი ქოჩორაშვილი, ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

ქართველების დაპირისპირება ქოჩორამ მოიგო | სპორტინგი დროებით გალიდერდა?

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა, „ეშტორილი’’ შინ ლისაბონის „სპორტინგთან’’ 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის „სპორტინგი'' სატურნირო ცხრილში ლიდერია, თუმცა თუ „პორტუ'' „აროუკასთან'' თუნდაც ერთ ქულა აიღებს, ლიდერი შეიცვლება და პირველ ადგილს „პორტუ'' დაიკავებს.

ქართველი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. „სპორტინგის’’ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ქოჩორაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩართო, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. რაც შეეხება ნოდარ ლომინაძეს, მან „ეშტორილისთვის’’ 64-ე წუთიდან ითამაშა. ქართველ ფეხბურთელებს შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნიათ და არც რაიმე უხეში შეცდომა დაუშვიათ.

26 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში შვიდივე ტურში ითამაშა, სასარტოში ოთხ მატჩში მოხვდა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „ქაირათთან’’ ითამაშა, მის აქტივში საგოლე პასია. „სპორტინგი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან'' ჩაატარებს. მატჩი „დიეგო მარადონაზე'' პირველ ოქტომბერს გაიმართება.

ქოჩორაშვილის მსგავსად ლომინაძეც პირველ სეზონს ატარებს პორტუგალიაში, 23 წლის ნახევარმცველმა ექვს მატჩში 1 გოლი გაიტანა, მე-5 ტურში ავს-თან მატჩში ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო. 

„ეშტორილმა'' შვიდ მატჩში 5 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, შემდეგ მატჩს პორტუგალიის ჩემპიონატში „კაზა პიასთან'' სტუმრად, სამ ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია