უგო ეკიტიკე
Aa
Aa

ორი კვირის ხელფასს დაუქვითავენ | ლივერპული ეკიტიკეს დასჯის

ინგლისის კარაბაო თასის 1/16-ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონი“ დაამარცხა. „წითლებმა“ 2:1 იმარჯვეს და მეორე გოლი უგო ეკიტიკემ გაიტანა, რომელმაც „წმინდანების“ კარი 86-ე წუთზე აიღო.

ეკიტიკეს დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა და გატანილი გოლი მაისურის გახდით აღნიშნა. მთავარმა მსაჯმა იგი მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა, არნე სლოტმა საკუთარი ფეხბურთელის ქცევას „სულელური“ უწოდა და Daily Mail-ს თუ დავუჯერებთ, კლუბმა ზომების მიღება გადაწყვიტა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, „ლივერპული“ აპირებს, ეკიტიკეს ფინანსური ჯარიმა დააკისროს. გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, ეკიტიკეს ორი კვირის ანაზღაურებას დაუქვითავენ, რაც დაახლოებით 400 000 გირვანქა სტერლინგია.

ინგლისში არსებული წესებით, უგო წითელი ბარათის გამო, პრემიერ ლიგის ეგიდით, „კრისტალ პალასთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრ ისაკი იასპარეზებს, რომელმაც „საუთჰემპტონთან“ სადებიუტო ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვას აგიჟებს, ბურთთან ელიტარული შეხება აქვს, მასზე შეყვარებული ვარ...“
„მეტოქის დაცვას აგიჟებს, ბურთთან ელიტარული შეხება აქვს, მასზე შეყვარებული ვარ...“