NBA-მ ფაჩულია არ დასაჯა
Aa
Aa

NBA-მ ფაჩულია არ დასაჯა

გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი - ზაზა ფაჩულია, რასელ ვესბტბრუკთან ინციდენტის გამო, NBA-სგან არანაირ სასჯელს არ მიიღებს.

ლიგის მესვეურებმა ფაჩულიას ეპიზოდს რამდენჯერმე გადახედეს და ESPN-თან საუბარში დაადასტურეს, რომ ვიდეოში ვერანაირი სამხილი ვერ ნახეს, რომელიც ფაჩულიას დანაშაულს დაამტკიცებდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას გამართული მატჩისას, ზაზა ფაჩულია წაქცეულ რასელ ვესტბრუკს ზემოდან დაეცა და იყო საშიშროება, რომ „ოკლაჰომას“ ვარსკვლავს მძიმე ტრავმა მიეღო.

მატჩის შემდეგ, ვესტბრუკმა ფაჩულია განზრახ ტრავმის მიყენებაში დაადანაშაულა, რაშიც თანაგუნდელი პოლ ჯორჯი და „ბოსტონის“ ლიდერი კაირი ირვინგიც დაეთანხმნენ. ქართველის მხარე კი, ვესტბრუკის ყოფილმა თანაგუნდელმა კევინ დურანტმა დაიჭირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები